ხმაური ბათუმის საარჩევნო კომისიასთან

ხმაურია ბათუმში უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან – არასამთავრობო ორგანიზაცია “იმოქმედე”-ს და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სარჩევნო კომისიამ ბოქლომი დაადეს. მათი თქმით, ამით  31 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.

ადგილზე პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობა მოვიდა.

ისინი კომისიის კარის გაღებას ვერ ახერხებენ, რადგან აქციის მონაწილეებმა ბოქლომის გასაღები გადააგდეს.