მიხეილ სააკაშვილმა კორონა ვირუსი გადაიტანა

როგორც მიხეილ სააკაშვილმა “TV პირველთან” ინტერვიუში აღნიშნა, მან რამდენიმე დღის წინ კორონა ვირუსი დაამარცხა.

მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი გაციებასავით იყო და ფაქტობრივად არც უგრძვნია. ასევე, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ეს დაავადება მის გარშემო ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა და მათი უმრავლესობა გართულებების გარეშე გამოჯანმრთელდა.