ირაკლი ზარქუა – ნიკა მელია აფერისტობს! თუ მას არ უნდა ამნისტია შეეხოს და ამის წინააღმდეგია, დაწეროს და სასამართლოში იდაოს

ნიკა მელია აფერისტობს! – თუ მას არ უნდა ამნისტია შეეხოს და ამის წინააღმდეგია, დაწეროს და სასამართლოში იდაოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, თუკი მელია ჩუმად იქნება და არ დაწერს, რომ ამნისტიის წინააღმდეგია, ასეთ შემთხვევაში, მას ამნისტია შეეხება.

„ამნისტიის შესახებ” კანონი სწორად უნდა წაიკითხოთ. არსად არ წერია, რომ ამნისტიას თანხმობა უნდა. პირმა წინააღმდეგობა არ უნდა გასწიოს – თუ უნდა, რომ ამნისტია არ შეეხოს, დაწეროს განცხადება იმის თაობაზე, რომ ამნისტია არ შეახონ. მელია ამას არ აკეთებს და აფერისტობს, რადგან ზუსტად იცის, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი. მელიამ ზუსტად იცის, რომ თუ დაწერს, რომ არ უნდა ამნისტია შეეხოს, მაშინ ციხეში ჯდომა მოუწევს. თუ არ დაწერს და ჩუმად იქნება, ამნისტია შეეხება”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ნიკა მელიასმ განაცხადა, რომ „ არ ვიღებ ამ პოლიტიკურ მასკარადში მონაწილეობას, ჩემი პასუხი საბოლოო არის – არა, მორჩეს და გათავდეს ამაზე საუბარი”.