ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა

ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ჯერჯერობით უცნობია მძარცველის მოთხოვნები და მძევალთა რაოდენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიცია ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უკვე მობილიზებულია.

„თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.