„ჩვენც გვეუბნებოდნენ, რომ ლიტვა არასდროს იქნებოდა ნატოს წევრი, მაგრამ რეალობა სხვაა…“

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი უწონებს საქართველოს ნეტოსკენ კურსს და ამბობს, რომ არვ ლიტვაზე ეგონა არავის, რომ ნატოს წევრი გახდებოდა.

-2000 წელს მე ვიყავი ელჩი და ყველა პირდაპირ მეუბნებოდა, რომ ლიტვა არასდროს იქნებოდა ნატოს წევრი. თუმცა მათუ წინასწარმეტყველება არ ახდა, აი საქართველოს კი ყველა ეუბნება, რომ იქნება ნატოს წევრი. მთავარია კურსის სწორად შერჩევა და მოქმედება. ტერმინები „ახლა უკვე მალე“, „არასდროს“, „აუცილებლად“ უკვე ისტორიულია და ნატოს წევრობის არა ერთ ქვეყანას მოუსმენია, მაგრამ მთავარია ისეთი მოქმედება, რომ ვერავინ ვერანაირი ბრალი არ დაგდოს.

ყველა ხედავს, რომ საქართველო მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა, იბრძვის ალიანსთან ერთად და ეს არის დიდი იმედი იმისა, რომ მომავალში ალიანსი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტი.