“იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა…”

მამუკა მდინარაძის განცხადება

-დარწმუნებული ვარ, რომ იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა, ჩვენ რომ ვერ მოგვეხერხებინა შევთანხმებულიყავით, რომ ქვეყანა საბოლოოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის აზრითაც უმჯობესი იყო ეს შემდეგი არჩევნებიდანვე მომხდარიყო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა სად გჭირდება კონსენსუსის მიღწევა, გუნდის შიგნით თუ მის გარეთ, იგი ყველა მოსაზრების გათვალისწინებას გულისხმობს და დარწმუნებული ვარ ბატონი ჯანიც კარგად გაიგებს ამას. არ შეიძლება ხაზი არ გაესვას იმასაც, რომ ჩვენ გუნდის შიგნით კონსენსუსის საჭიროებაზე ჩვენ თვეებით ადრე ვსაუბრობდით.

მთავარია, რომ საბოლოოდ ჩვენ ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული საარჩევნო სისტემა გვექნება, ისევე როგორც სხვა ცვლილებების პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც 2018 წლიდანვე ამოქმედდება