გია ვოლსკი – ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, მათ სჭირებათ, სააკაშვილმა როგორმე დალიოს ჩაი, ბორჯომი ან წყალი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე დგას

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, მათ სჭირებათ, სააკაშვილმა როგორმე დალიოს ჩაი, ბორჯომი ან წყალი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე დგას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი ჩარჩენილია ჯერ კიდევ იქ, როდესაც 2003 წელს ედუარდ შევარდნაძის ჩაი დალია.

„სააკაშვილი ჩარჩენილია იმ ბოდვაში, როცა შევარდნაძის ჩაი დალია, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საკუთარ თავზე მოირგო, რათა პრეზიდენტობიდან პირდაპირ გადასულიყო პრემიერ-მინისტრის სავარძელში. ეს ზღაპარიც, რომ დავიჯეროთ, რომ იქ თურმე შესაძლებელია ბიულეტენების გაქრობა, ახალი ბიულეტენების მოტანა, ოქმების გადასწორება და ფალსიფიცირება, სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად ამას სჭირდება საგამოძიებო კომისიის შექმნა.

არავითარი კომისიის საკითხზე ლაპარაკი არ უნდათ, არავითარი არჩევენები ამათ არ სჭირდებათ, მათ სჭირებათ, სააკაშვილმა როგორმე დალიოს ჩაი, ბორჯომი ან წყალი, რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე დგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.