ზურაბ ჯაფარიძე: როდესაც ხელისუფლება ვერ თმობს ძალაუფლებას – უნდა წაართვა

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მთავარია პროტესტის ფორმა, თორემ ყველგან იქნება, სადაც ხელისუფლების ძალაუფლების წართმევა დაიგეგმება. ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, განაცხადა, რითაც „ძალადობრივი, მაგრამ ლეგიტიმური რევოლუციის“ შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

„როდესაც ხელისუფლება ვერ თმობს ძალაუფლებას, რომელიც მას არ ეკუთვნის, ეს ძალაუფლება მას უნდა წაართვა. მე ვარ მხარდამჭერი, რომ ნებისმიერი ტიპის მშვიდობიანი პროტესტით ეს გავაკეთოთ და ამის გაკეთებას ვაპირებ მე თითონ. თუ ამაში ლეგიტიმურ რევოლუციას, ისე და ასე რევოლუციას გულისხომბენ, მაშინ მანდ ვარ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.