ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პირველმა ტურმა ვერ გამოავლინა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური დანიშნა. კანდიდატის გამარჯვებისთვის  არჩევნებში მინიმუმ 125 ხმა არის საჭირო, პირველი ტურის მერე კი საჭირო ხმის რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 91 ხმა მიიღო ქრისტინე მუტონენმა, გიგი წერეთელმა 85 და ალან ნერიმ 26 ხმა.

მეორე ტური დღესვე გაიმართება და მასში მონაწილეობას გიგი წერეთელი და ქრისტინე მუტონენი მიიღებენ.

კომენტარის დატოვება