სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ენმს“ ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში თავად წერს.

„მეგობრებო, დამიდასტურდა უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდ-19. ვარ თვითიზოლაციაში. I have tested positive for the Covid-19, I am feeling fine, just a little headache“, –წერს სამადაშვილი.

ირკვევა, რომ მას მხოლოდ თავის უმნიშვნელო ტკივილი აწუხებს. სხვა მხრივ კი თავს კარგად გრძნობს.