მთელი სომხეთი მალე ქართულად ალაპარაკდება!

მიხეილ მუმლაძე
 „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი

2002 წელი იყო, როდესაც ამერიკაში სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში ნახეს მსოფლიოში აღიარებული ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ სომხური ეტიკეტით და სომხური წარწერებით. რამდენიმე ხნის შემდეგ ნახეს ამერიკის, საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის სავაჭრო ცენტრებში ღვინოები „ხვანჭკარა“, „საფერავი“ და „ქინძმარაული“ სომხური ეტიკეტით და სომხური წარწერებით.
სომხებს რამდენიმე წელია ამერიკაში და საფრანგეთში, ასევე სხვა ქვეყნებში გახსნილი აქვთ სომხური ცეკვების აკადემიები, სადაც იქ მცხოვრებ სომეხ ბავშვებს ასწავლიან სომხურ ცეკვებს, მათ შორის რამდენიმე ქართულ ცეკვას და ამ ქართულ ცეკვებსაც აცხადებენ სომხურ ცეკვებად.
30-40 წლის წინათ საქართველოში ძალზე პოპულარული იყო სიმღერა „ყვავილების ქვეყანა“, რომელსაც პოპულარული ქართველი მომღერლები ხშირად მღეროდნენ. ახლახან გაირკვა, რომ სიმღერისათვის ერევანში სომხური ტექსტი დაუწერიათ და რომელიღაც მომღერალი აპირებს „ევროვიზიის“ კონკურსზე ამ „სომხური“ სიმღერით გამოსვლას.
მე-17 საუკუნის ცნობილი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი წერდა: ლხინი თბილისში ვახტანგ V /შაჰნავაზის?/ კარზე „მეფის სასახლეში ვახშმად მოიტანეს სმნაირი პური: ერთი თხელი, როგორც ქაღალდი, მეორე – თითის სიგრძე, მესამე მომცრო ზომის და ტკბილი…“ რატომ შეარვეს ამ ქართულ პურს „სომხური ლავაში“? ახლა ახალ „ოპერაციას“ ატარებენ სომხები.
ეს 10-15 წელია ერევანში და მთელ სომხეთში მოდაში შემოვიდა ქართული თონე და თონეში გამომცხვარი თონის პური. ალბათ ერევანში და ახლო-მახლო რაიონებში 1000-ზე მეტი ქართული თონე გაიხსნა. მეთონეებიც და მათი დამხმარეებიც საქართველოდან წაიყვანეს. დღესდღეობით სულ ცოტა 1500 ქართველი მეთონე მუშაობს. გავა რამდენიმე წელი და სომხები თამამად იტყვიან ეს სომხური ლავაშია, ეს სომხური პურია, სომხურ თონეში გამომცხვარიო.
რუსეთში და ევროპის ქვეყნებში ასევე გამოჩნდა ქართული ყველი „სულგუნი“ სომხური წარწერებით.
30 წლის მანძილზე საქართველოს მთავრობა არაფრის მაქნისი რომ გვყავს ერთმანეთის მიყოლებით პატიაშვილით და გუმბარიძით დაწყებული ხომ ცხადია! თუ მთავრობა არაფრის მაქნისი გვყავს გუბერნატორები, მერები და გამგებლები ხომ უფრო უარესი გვეყოლება? ამ 30 წლის მანძილზე თანამდებობებზე ძირითადად ტრიალებს 1000-1500 კაცი და არავის არ უნდა თუნდაც 2-3 სფეროში ღირსეული ხალხი დააყენოს რომ სხვების უმაქნისობა, უუნარობა, უცოდინრობა უფრო მეტად არ გამოჩნდეს.
ყველამ კარგად იცის ამას წინათ ერთმა მინისტრმა საუბარში რომ ახსენა სიტყვა „თალიბანი“ და არ იცოდა თალიბანის მნიშვნელობა. ამ ერთ სიტყვაზე ატყდა ერთი აჟიოტაჟი მინისტრმა არ იცის რას ნისნავს თალიბანიო. მაგრამ რა გინდათ? „თალიბანი“ ხომ სწორად წარმოთქვა? რომ ეთქვა „თელიბანი“, „თოთიბანი“ რაღა გექნებოდათ დასაცინი? პირიქით ამდენი ხალხი ვერ გაიგებდით რა თქვა და დაიწყებდით იმ სიტყვის მნიშვნელობის გაგებაზე ფიქრს.
ნეტავ რა საქმეებითაა დაკავებული საქართველოს საელჩოები ამერიკაში, საფრანგეთში, სომხეთში, იტალიაში თუ ესპანეთში? ხომ არის სპეციალური სამსახური საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, რომელიც იცავს საავტორო უფლებებს, ქვეყნების, ხალხების უფლებებს? ვინ უნდა იბრძოლოს ამ ყველაფრისთვის?
__ რას აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო?
__ არაფერს არ აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და რას გააკეთებენ საელჩოები?
__ რას აკეთებს კულტურის სამინისტრო?
__ არავინ არავის არაფერზე არც მითითებას აძლევს და არც პასუხს მოითხოვს რომ რამე არ გააკეთოს და უცოდინრებისათვის, უუნაროებისათვის უფრო ტკბილად მიდის თვეები და წლები.
სომხებმა მიისაკუთრეს ცეკვები, მიისაკუთრეს „ბორჯომი“, „ხვანჭკარა“, „საფერავი“, „სულგუნი“, მიისაკუთრეს სიმღერები, მიისაკუთრეს ტრადიციები, მიისაკუთრებენ თონეს და არაფერია მოულოდნელი რომ ერთ დღეს გამოაცხადონ ქართულად „ჩვენ ქართველები ვართ“!

P.S. ამას წინათ ერთმა სომეხმა მეცნიერმა დაადგინა, რომ იესო ქრისტეს სასაუბრო ენა სომხური ყოფილა. ახლა ის „მეცნიერი“ იმ საკითხზეც მუშაობს რომ გაარკვიოს სასუბრო ენა სომხური კი ჰქონდა, მაგრამ იესო ქრისტე იყო თუ არა სომეხი, უფრო სწორად არმენი?
40-50 წლის წინათ ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანს ერთი სომეხი მწერალი და „მეცნიერი“ უმტკიცებდა შოთა რუსთაველი სომეხი იყოო.
-კი სომეხი იყოო, დაეთანხმა ჯანსუღი, მაგრამ ისე ეჯავრებოდა სომხები და სომხური ენა ადგა და ქართულად დაგვიწერა „ვეფხისტყაოსანი“-ო.

კომენტარის დატოვება