სოციალურად დაუცველი ჯგუფები, რომელთაც სახელმწიფო დაეხმარება ეხებათ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომელთაც აქვთ 65 ათასიდან 100 000 ქულამდე. ისინი იღებენ 50-ლარიან დანამატს, თუმცა ამ 6 თვის განმავლობაში ეს ოჯახები მიიღებენ დახმარებას. ასევე დახმარებას მიიღებენ შშმ პირები და შშმ ბავშვები.

სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ჰყავს სამი ან მეტი შვილი და შესაბამისად მათი ეკონომიკური საჭიროება არის დიდი და მათი ქულა არის 100 ათასი. ისინი რეგისტრირებულნი არიან ჩვენ სოციალური დახმარების ბაზაში.

„ამ ეტაპზე 6 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველები მიიღებენ შემდეგი სახის დახმარებებს: 1-სულიან ოჯახზე 70 ლარის ოდენობით, ორსულიანი 90 ლარის ოდენობით, სამსულიანი 105 ლარის ოდენობით და მერე მიდის ზრდა. 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600 ლარი იქნება თითოეულ ოჯახზე გამოყოფილი, თუმცა უმრავლესობა ოჯახზე გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე 600 ლარი“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე თქმით, 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას 100 ათასამდე ქულის მქონე ის ოჯახები მიიღებენ, ვისაც 3 ან მეტი ბავშვი ჰყავს.

თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რომ შშმ პირები და ბავშვები ავტომატურად, კუთვნილ პენსიასთან ერთად 100-ლარიან დანამატს 6 თვე მიიღებენ. ჯამში დანამატი 600 ლარს შეადგენს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ სტატუსით დახმარებას 40 ათასი ადამიანი მიიღებს. ბარკალაიამ განმარტა, რომ ამ ადამიანებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.