საუკუპაციო ხაზთან მოქალაქეები აკეთებენ იმას, რასაც ხელისუფლება უნდა ახორციელებდეს…

საუკუპაციო ხაზთან სამოქალაქო საზოგადოების წევრები აკეთებენ იმას, რასაც წესით ხელისუფლება უნდა ახორციელებდეს….

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე მიესალმება და დადებითად აფასებს სამოქალაქო საზოგადოების წევრების ყოველდღიური მორიგეობის დაწესებას რუსეთის მიერ საუკუპაციო ზოლთან.  

„რუსეთის მიერ საუკუპაციო ხაზთან სამოქალაქო საზოგადოების წევრები ყოველდღიურად მორიგეობენ და აკვირდებიან მოვლენებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას მიაწოდებენ საქართველოში აკრედიტებულ საერთასორისო ორგანიზაციებს, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრების ყოველდღიური დაწესებული მორიგეობის შემდეგ არ მომხდარა რუსეთის საუკუპაციო ჯარისკაცების მხრიდან ადგილობრივი მოქალაქეების გატაცების ფაქტები და საუკუპაციო ზოლის გაფართოება, არადა წესით საუკუპაციო ზოლთან პატრულირებას უნდა ახორციელებდეს ხელისუფლება თავის შესაბამისი ძალოვანი სტრუქტურის მეშვეობით რომელიც 2012 წლამდე ხორციელდებოდა, რაც ასევე საზოგადოებაში ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს“… მივმართავ ხელისუფლებას აღადგინოს შესაბამისი პატრულირება საუკუპაციო ზოლთან რაც ასე მნიშვნელოვანი ფაქტორს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვისათვის.“- აღნიშნავს  თევზაძე.