გიორგი გეგელაშვილი ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონია

სარაევოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ.

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთი ოქროს მედალი გიორგი გეგელაშვილმა შესძინა.

46 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გეგელაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი, მაგომედ აბდურახმანოვი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დღესვე, ვერცხლის მედალს 54 კილოგრამში ვლადიმერ გამყრელიძე დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ოქრო, 42 კილოგრამში გიორგი ჭოლაძემ მოუტანა, ხოლო ბრინჯაოს მედლები თორნიკე ქათამაძემ (58კგ) და დავით ქოჩქიანმა (85კგ) აიღეს.