აუცილებლად მოსთხოვეთ პრეპარატის სერთიფიკატი და ჰკითხეთ, რის წინააღმდეგაა დეზიფენქცია…

არა მგონია ეს პრობლემა მხოლოდ ერთ ან ორ მოქალაქეს აწუხებდეს. ალბათ თქვენთანაც ასე იქნება. ალბათ თქვენთანაც მოდიან სადეზიფენქციო ჯგუფები, გთხოვენ ფულს და გეუბნებიან, რო დეზიფენქცია უნდა ჩაატარონ, თქვენთან არ ვიცი, მაგრამ მღრღნელებზე დეზიფენქციის შემდეგ ჩვენთან ვირთხები თავს შესანიშნავად გრძნობენ და ისევ დასეირნობენ სადარბაზოებში, ვირთხები ხომ აბეზრები არიან და ვერ იშორებ, მაგრამ უფრო აბეზრები არიან კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან სახლშიც კი „შემოგივარდნენ“ და „2 ლარი აგახიონ“.

ნაცნობი სიტუაციაა, არა? ხოდა მე გასწავლით როგორ მოიშოროთ სწრაფად თავიდან ეს აბეზარი ოპერატორები და თან სამუდამოდ, ამაში კი სადეზინფექციო კომპანილიდერ კომპანის დირექტორ გოგა ჯინჭარაძე დაგვეხმარება.

სამწუხაროდ, სადეზინფექციო კომპანიებისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს აკრედიტაცია, დარეგისტრირებულები არიან როგორც /მეწარმე, მათზე კონტროლი არც მერიას აქვს და არც სურსათის უვნებლობის სამსახურს. მე პირადად მომხრე ვარ კონტროლი და შემოწმება დაიწყონ ჩემი კომპანიიდან და მიჰყვენ სხვა დანარჩენებს!

მეც ხშირად მიჩნდება კითხვანუთუ ერთი ხსნარი ებრძვის ბუზებსაც, მღრღნელებსაც, ქვეწარმავლებსაც? განსაზღვრული არ უნდა იყოს სად რომელი საშუალებით გაკეთდეს დეზიფენქცია? როგორც გვითხრეს, იყო შემთხვევები, როცა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ბავშვებს თავბრუსხვევა და გულისრევა აღენიშნათ. რამდენად მომწამვლელია  თქვენს მიერ გამოყენებული ნივთიერებები და ვინ ამოწმებს, საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის?

როგორც გითხარით, ამ ეტაპზე არანაირი კონტროლის მექანიზმი არ არის და ისიც სავალალოა, რომ ბევრი  კომპანია არ არის ინფორმირებული თუ სად რა ხსნარი უნდა გამოიყენონ! ამჯამად თითქმის ყველა კომპანია იყენებს . . ბიტოქს და კარატეს! რაცაისომდა თუნდაც უვნებლობის სამსახურმა მკაცრად აკრძალა. ამ პრეპარატების გამოყენება   კვების ობიექტებზე არ შეიძლება. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოს დასრულების შემდეგ ტოვებენ დოკუმენტებს, მაგრამ დოკუმენტში წერენ სხვა პრეპარატებს და ამუშავებენ საერთოდ სხვა პრეპარატით, რაც დაუშვებელია, მითუმეტეს კვების ობიექტებზე. ტოქსიურია ყველა პრეპარატი, მაგრამ არის გამონაკლისი რამოდენიმე,  რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და არ სურთ ცეცხლის თანხა იხადონ . რატომ ? იმიტომ რომ მათ არავინ არ აკონტროლებს, აი რატომ!

თქვენი კომპანიაც ერთერთი სადეზინფექციო კომპანიაა და არც თქვენ კონტროლდებით.

კი, მასეა, მაგრამ ჩვენ ყველა ობიექტში, სადაც შევდივართ ვტოვებთ სერთიფიკატებს მადასტურებლად იმისა, რომ პრეპარატს არ გააჩნია ზეგავლენა არც პროდუქციაზე და არც ადამიანის ჯამრთელობაზე! გარდა ამისა, ყველა ობიექტი უნდა დამუშავდეს ღამით და არა მზის შუქზე ან თუნდაც ქარის დროს, მითუმეტეს თუ მომსახურე პერსონალი ობიექტზე იმყოფება. არადა იცით ალბათ, რომ სადარბაზოებსაც კი დღის შუქზე წამლავენ, სწორედ ეს იწვევს მერე თუნდაც გულისრევას ან თავბრუსხვევას.

თქვენი კომპანია რომელ უბნებს უწევს მომსახურებას?

კანაპე,პრეგო,დისქავერი,ბელაჯიო,გლდანის შაურმა,ფუდ შაურმა,როიალ შაურმა,კალას ქსელი,ხინკლის სახლი,დიდუბე პლაზა,წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტი,აფხაზეთის სამინისტრო,გუდ ლაიქი და სხვა

როგორც ვხედავთ, პრობლემა მართლაც დგას და საკმაოდ მნიშვნელოვანი. იმედია შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან აღნიშნული პრობლემით და აუცილებლად მოხდება რეგულაციების დაწესებაც და კონტროლიც, იქამდე კი, იქნებ რამდენიმე რჩევა მისცეთ მოქალაქეებს და კომპანიებს.

პირველ რიგში, როცა მათთან სადეზიენქციო კომპანიის წარმომადგენლები მივლენ, აუცილებლად მოსთხოვონ პრეპარატის სერთიფიკატი, ასევე ხელშეკრულება, მიღებაჩაბარების აქტი. გარდა ამისა, ჰკითხონ თუ რის წინააღმდეგ არის მიმართული მორიგი დეზიფენქცია. დაიმახსოვრეთთუ  მღრნელებზე ამუშავებენ,  მაშინ უნდა განათავსონ შესაბამისი ბალიშის ან მარცვლის სახით წამალი ყველა კუთხეკუნჭულში, მაგრამ  გეტყვიან, რომ ბალონში არის ხსნარი, რომელიც ქვეწარმავლებზეც მოქმედებს, მღრნელებზეც, მწერებზეც და ბაქტერიებზეც, ეს უკვე არასწორია, მაგრამ პირველ რიგში მოსთხოვეთ სერთიფიკატი!