7 აგვისტოს “ოცნება” სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს

   პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო კამპანია სამცხე-ჯავახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებით გრძელდება.
  7 აგვისტოს, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას სიტყვით ახალციხედან მიმართავს და კანდიდატებს წარუდგენს.
  პარტიის კანდიდატების დასახელება 20:00 საათზე, ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე გაიმართება.
  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დასახელებულია იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

კომენტარის დატოვება