ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო ფიფიას 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თელავის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებული თემურ ფიფიას სასამართლო გაიმართა. პროკურატურა თემურ ფიფიასთვის 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით ფიფიას 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ  სოციალისტური საქართველოს ყრილობაზე ჟურნალისტს ფიფიამ დასწრება აუკრძალა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მორიგი სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

 

კომენტარის დატოვება