8 აგვისტოს დედები მშვიდობისთვის ერთიანდებიან! (ვიდეო)

  არა ომს! ჩვენ მშვიდობა გვინდა!

   ქალთა საბჭოსა და სხვადახვა ეროვნების დედების ინიციატივით 8 აგვისტოს ტარდება აქცია-დედები მშვიდობისათვის. აქციის სიმბოლოა დედის ცრემლზე ამოსული ია, რომელიც გულსაბნევებად დარიგდება.

აქციაზე ქალთა საბჭო დედებთან ერთად მიიღებს მიმართვის ტექსტს:

-„ომი სიკვდილია და ყველა დედა მშვიდობისთვის ლოცულობს. დედა-შვილობამ არ იცის ასაკი, ეროვნება, დედის სიყვარულს არ აქვს საზღვრები, ამიტომ ვერთიანდებით ყველა ეროვნების და ასაკის დედა, რომ მსოფლიოს გასაგონად ვთქვათ-არა ომს!

მშვიდობის სადარაჯოზე ერთად ვართ ქართველი, აფხაზი, სომეხი, რუსი, აზერბაიჯანელი და ყველა ეროვნების წარმომადგენელი დედები. ჩვენ ერთი ცის ქვეშ, ერთ მიწაზე გვიშენებია ჩვენი კულტურა , ერთად დაგვიცავს ჩვენი ეროვნული რაობა და ჩვენი მიწა–წყალი. ცოტაა ვთქვათ, რომ მოძმე ერები ვართ, ჩვენ ერთი ფსიქიკის, ერთი ადათის, ერთი წესის, ერთი ფსიქოლოგიის ხალხი ვართ”-ამბობს დიმიტრი გულია და ჩვენ ამ სიტყვებს საქმით ვამტკცებთ.

დღეს, 8 აგვისტოს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა სისხლისმღვრელ ომში დაღუპულ ბიჭებს, ერთად დავტირით და ერთად ვამაყობთ მათი სახელებით! სანამ ერთად ვიქნებით, ისინი მუდამ ცოცხლები იქნებიან, მერე  კი მომავალი თაობების გულებში გააგრძელებენ სიცოცხლეს, მშვიდობიან მსოფლიოში!

დღეს, ყველა დედა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ პოზიციას და მივმართავთ დედებს მთელს მსოფლიოში-შემოგვიერთდით, დედებო, ხმა მივაწვდინოთ მსოფლიოს ლიდერებს-ალგეთს ლეკვები კიდევ იზრდებიან, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს შვილი დასაკარგავი და ამიტომ-ჩვენ მშვიდობა გვინდა!  ჩვენ არ გვინდა სისხლისფერი მზე! არა სიკვდილს-არა ომს!“

არა ომს!  ჩვენ მშვიდობა გვინდა!

No to War! We want peace!

Нет войне! Мы хотим мира!

Müharibə No! Biz sülh istəyirik!

No alla guerra! Noi vogliamo la pace!

Ոչ պատերազմին! Մենք ցանկանում ենք խաղաղություն:

Non à la guerre! Nous voulons la paix!

Ні війні! Ми хочемо миру!

Nē kara! Mēs gribam mieru!

Nein zum Krieg! Wir wollen Frieden!

Ne válku! Chceme mír!

Όχι στον πόλεμο! Θέλουμε την ειρήνη!

https://www.youtube.com/watch?v=iyB8o-YetXg&feature=share

 

კომენტარის დატოვება