იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გასაჯაროვებული დოკუმენტი საკმარისია იმისათვის, რომ შეწყდეს ჰესის მშენებლობა და პოლიცია გავიდეს ტერიტორიიდან – ვარლამ გოლეთიანი

,,ნამოხვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციების ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით დღეს, იუსტიციის სამინისტროს მიერ დადებულმა შეფასებამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ჰესის მშენებლობით დათმობილია სახელმწიფო ინტერესი.

,,ჩვენ ჩვენი 210 დღიანი პროტესტის პირობებში უზრუნველვყავით ის, რომ ბოლოდმდე გამოგვევლინა ხელისუფლების სახე. ის უკანონო ქმედებები რაზეც ვსაუბრობთ ნახევარი წელიწადია დადასტურდა იუსტიციის სამინისტოს დღევანდელი გასაჯაროვებული დასკვნით, რომელიც მოგეხსენებათ არის 2019 წლის 30 მარტს გაცემული კრიტიკული შეფასება პროექტის, სადაც საუბარია სწორედ იმ საკითხების შესახებ, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკევე ნახევარი წელია და რაც დაგვიჯდა ჯანმრთელობის ფასად“ – აღნიშნავს ვარლამ გოლეთიანი.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ თვითონვე დაადასტურა ის, რასაც ჰესის მოწინააღმდეგეეი ამბობდნენ ამ დროის განმავლობაში.

,,პრაქტიკულად ხელისუფლებამ თავისივე პირით დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ რამდენი ხანია და რაზეც ისინი ამბობენ, რომ არის ხელონურად მართული პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება არის გამაფრთხილებელი ნიშანი ქართველი ხალხისგან. ჩვენ ვიქნებით სადარაჯოზე ქვეყნის ინტერესების დაცვის . დღევანდელი გზის გადაკეტვა კი არის გამაფრთხილებელი ნიშანი ხელისუფლებისთვის“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.