…მე ეს არ შევუკვეთე ჩემს მიერ ”დაქირავებულ ”მთავრობას…

როგორც უკვე ცნობილია, 2017 წლის 20 მაისს, “Aerosmith”-ის კონცერტის გამართვა “ბლექ სი არენაზე” საქართველოს ბიუჯეტს 5 500 000 ლარი დაუჯდება. ამ ფაქტს მსახიობი ნანა ხურითი ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:

-“არ ვიცი, ჩვენ განვითარებული ქვეყანა ვართ თუ განვითარებადი? გვაქვს უფლება თავს ნება მივცეთ,ასეთი კონცერტები აფინანსოს სახელმწიფომ?

”ქამრების შემოჭერის ფონზე”…როცა კულტურას ფინანსები ჩამოაჭრეს …პრემიებზე,სარგოებზე თუ დანამატებზე,რომ აღარაფერი ვთქვათ…კერძო კომპანიამ გასაგებია,მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან???არ ვიცი…

იქნებ მხოლოდ ჩემს გარშემოა უმუშევრობა?იქნებ მხოლოდ ჩემი საახლობლო მიდის უცხოეთში, ლუკმა პურის საშოვნელად?ღმერთმა ქნას..მსოფლიო გაგვიცნობს?”დაჩექინებისთვის”???იქნებ ჯობს მსოფლიოს ცოტა ხანი ”დავემალოთ”…მე აღარაფერი ვიცი…მე ეს არ შევუკვეთე  ჩემს მიერ ”დაქირავებულ ”მთავრობას…

კომენტარის დატოვება