აშშ-ს 16 შტატის პროკურორმა ტრამპის მიგრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა

ამერიკის 16 შტატის პროკურორმა დონალდ ტრამპის მიგრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა. მათ შორის არიან პენსილვანიის, კალიფორნიის და ნიუ-იორკის პროკურორებიც.

-„ჩვენ მივიღებთ ზომებს, რათა ამ ქაოსური გადაწყვეტილების გამო რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაზარალდეს“-განაცხადეს პროკურორებმა.

ამასთან სენატორმა ჯონ მაკეინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის განკარგულება ხელს აძლევს „ისლამურ სახელმწიფოს“ პროპაგანდისთვის.

კომენტარის დატოვება