“სოზარ სუბარი ჭრის იმ ტოტს, რომელსაც ეყრდნობა”

კახაბერ თორია

აფხაზეთის მთავრობის მრჩეველთა ბიუროს წევრი

შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბატონი მინისტრი სოზარ სუბარი, ჭრის იმ ტოტს, რომელსაც ეყრდნობა. გამორიცხული არ არის, რომ მის პორტფელს ვიღაცა უმიზნებდეს და ამ “შემწეობის რეფორმით” მისი მარგინალიზაცია იგეგმებოდეს, რადგან ეჭვგარეშეა რომ დევნილის პოლიტიკური სტატუსის ხელყოფა დევნილის შემწეობის გაუქმების მცდელობით, უდრის აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემის დეაქტივიზაციას და საკითხის მიძინებას. ეს კი პირდაპირ რეგრესისკენ გადადგმული სვლა იქნება და 300 ათასი დევნილის კონფლიქტის პრობლემატიკისადმი დღითიდღე ინდიფერენტულობას უმიზნებს, მაშინ როდესაც ჩვენ გვჭირდება კარგი გაგებით აგრესიული მასა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დადგება ენგურის ხიდთან და ნატურალური აღტკინებით დააფიქსირებს ხმაურიან პროტესტს მსოფლიო თანამეგობრობის თვალში!!!

კომენტარის დატოვება