ჯეჯელავა: მარტში ჩვენს ბავშვებს საშუალება ექნებათ დაისვენონ

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებით სკოლის მოსწავლეებისთვის ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების გარდა 8 მარტიდან 15 მარტამდე საგაზაფხულო არდადეგებიც იქნება.

“ჩვენ რაღაც მომენტში დაგვავიწყდა, რომ ბავშვები ჯანმრთელები თუ არ იქნებიან, ფიზიკა და ქიმია არ უშველით. მარტში ჩვენს ბავშვებს და მათ ოჯახებს ექნებათ საშუალება დაისვენონ”- განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარის დატოვება