16 წლის მოზარდი ყავის და ენერგეტიკული სასმელის დიდი რაოდენობით მიღების შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა

ამერიკის შტატ სამხრეთ კაროლინაში 16 წლის მოზარდი ყავის და ენერგეტიკული სასმელის გადაჭარბებულმა რაოდენობამ იმსხვერპლა. 2 საათის მანძილზე დევის ალენ კრაიპმა მიიღო  470 მილიგრამი კოფეინის შემცვლელი ყავა  და ენერგეტიკული სასმელი, რამაც ძლიერი არითმია გამოიწვია.  სპეციალისტების დასკვნით, სწორედ ეს გახდა  გულის შეტევის და გარდაცვალების მიზეზი. როგორც  აღნიშნავენ,  ახალგაზრდას არ ჰქონდა წონის და გულის პრობლემები.