”ნუ დადგები ძალადობის მხარეს” – აქცია კანცელარიასთან

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ”ნუ დადგები ძალადობის მხარეს” იმართება. აქციას მონიტორინგს გაუწევენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

აქციაში ლგბტ პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შსს-ს დახმარებით სპეციალური სამარშუტო ტაქსებით მივიდნენ.

სამართალდამცველებს მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილი აქვთ.