ავსტრიაში ჩადრის ტარების გამო 150 ევროს ოდენობით დაჯარიმდებიან

ავსტრიის პარლამენტის ახალი კანონის თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილას სახეს  დაიფარავენ, 150 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ჩადრის ტარების გარდა, ამ ქვეყანას შეკედლებული ლტოლვილები და მიგრანტები ყურანის უფასოდ გავრცელების გამოც დაჯარიმდებიან. მათ ასევე ეძლევათ შანსი ავსტრიაში ჩასვლისას უფასოდ გაიარონ  “ინტეგრაციის კურსები”, სადაც გერმანულ ენასთან ერთად ქვეყნის საზოგადოების ღირებულებებსაც შეისწავლიან.  ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლტოლვილები ვალდებულნი არიან საზოგადოებრივ საქმიანობებშიც მიიღონ მონაწილეობა ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე. ის, ვინც შეეწინააღმდეგება კანონის აღსრულებას, შეუწყდება სოციალური დახმარება.  როგორც ავსტრიის საგარეო საქმეთა  და ინტეგრაციის მინისტრი აცხადებს,  სწორედ ასეთი საქციელით შეუძლიათ მიგრანტებს ადგილობრივი საზოგადოების გულის მოგება. ავსტრიაში ჩასული მიგრანტები და ლტოლვილები თუ ქვეყანაში მიღებულ ახალ კანონებს შეასრულებენ, სამი თვის შემდეგ უფლება ეძლევათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამსახური დაიწყონ. მთავრობას საინტეგრაციო ღონისძიებები წელიწადში 200 მილიონი ევრო უჯდება.