“დაბეჯითებით ვაცხადებთ-ამ საფლავებში ქართველი სამხედროების ცხედრები არ განისვენებენ!”

ამ წუთებში სააგენტოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-ცენტრი დაუკავშირდა და სააგენტოზე გავრცელებულ მასალასთან დაკავშირებით, რომელშიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ „უცნობი ჯარისკაცების“ ფოტოებია გამოქვეყნებული განაცხადა, რომ აღნიშნული საფლავები არ ეკუთვნის ქართველ სამხედროებს.

-„წითელი ჯვრის, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს მიერ 2011 წელს ჩატარდა დნმ-ის კვლევა და დადგინდა, რომ იქ დასაფლავებულთა დნმ არც ერთი ქართველი სამხედროს მშობლიის დნმ-ს არ დაემთხვა, ასევე არ დაემთხვა უგზოუკვლოდ დაკარგულთა დნმ-ს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ საფლავებში არ განისვენებენ ქართველი სამხედროები.

ჩვენი უწყება მზად არის საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს ნებისმიერ საკითხზე მისცეს ახსნა-განმარტება, გასცეს ყველა კითხვას პასუხი და  იმედია შემდეგში ჩვენს პოზიციასაც მიაწვდით მკითხველს.

ახლა კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ – დაბეჯითებით ვაცხადებთ-ამ საფლავებში ქართველი სამხედროების ცხედრები არ განისვენებენ!

სააგენტო მადლობას უხდის თავდაცვის სამინისტროს მასალაზე გამოხმაურების და ინფორმაციის

მოწოდების გამო.