საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი მონიტორინგის შუალედურ შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე    ერთ–ერთ  საქმეზე წარმოებული საზოგადოებრივი მონიტორინგის  შუალედურ შედეგებს აქვეყნებს.

„მოქალაქე ნოდარ მაკრახიძის განცხადების საფუძველზე  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს ნოდარ მაკრახიძის სოციალური უფლებების დაცვის მიმართულებით.

მედია–საშუალებებით წინა პერიოდში განსაჯაროვდა ამ მონიტირინგის პირველადი შემოწმების შედეგები. ნოდარ მაკრახიძის განცხადებაზე წარმოდგენილი  დოკუმენტებით დასტურდება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელდა ნოდარ მაკრახიძის ოჯახის დეკლარირება და სარეიტინგო ქულის განსაზღვრა  2015 და 2016 წლების მიხედვით. კვლევა ჩატარდა ერთი და იგივე ნორმატიული დოკუმენტით, კერძოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის #758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

დეკლარაციაში შეტანილი იდენტური მონაცემების პირობებში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რადიკალურად განსხვავებული სარეიტინგო ქულები  (57440  და 97690) იქნა დადგენილი  ამ საკითხის შესწავლის მიზნით ნოდარ მაკრახიძემ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით  პოლიციის  სახელზე  სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაგზავნილი წერილით სააგენტომ ვერ უზრუნველყო არგუმენტირებული პასუხის გაცემა. არსებული და მოძიებული დოკუმენტების ანალიზით იკვეთება სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხისმგებელი ცალკეული თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, რომელზეც სამართალდამცავ ორგანოებს ევალებათ სათანადო რეაგირება. აღნიშნული ქეისი ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობის და კანონის წინაშე ყველას თანასწორობის თვალსაზრით, გარდა იმისა, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას ნოდარ მაკრახიძის უფლებებისა და კანონიერი  ინტერესების დაცვა.

საკითხი ასევე მნიშვნელოვანია სამომავლოდ მსგავსი დარღვევების პრევენციისა და დარღვევის შემთხვევაში ადეკვატური კანონიერი რეაგირებისათვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე საზოგადოებრივ მონიტორინგს და შემაჯამებელი გადაწყვეტილებების თაობაზე საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით მედია–საშუალებებით“, – აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, უფლებადამცველის გიორგი თევზაძის განცხადებაში.

თევზაძე დოკუმენტალურ მასალასაც ასაჯაროვებს.