ძიძიგური: ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს გვყავდეს წარმომადგენლობა პარლამენტში

„კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ზვიად ძიძიგური ამბობს,  “კონსერვატორები“ “ქართული ოცნების“ სიაში იქნებიან წარმოდგენილი. 

“ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთიან სიაში იქნებიან “კონსერვატორების“ წარმომადგენლები. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, შევინარჩუნოთ პარტიული იდენტობა, ვიყოთ კვალიფიციური პარტია, გვყავდეს წარმომადგენლობა პარლამენტში და გავაგრძელოთ ერთობლივად საქმე, რაც 2012 წელს ერთად დავიწყეთ“ – განაცხადა ჟურნალისტებთან  ძიძიგურმა.

კომენტარის დატოვება