ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნი მადლობას იხდის

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მადლობის წერილი

1-5 ივლისს თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება გაიმართაეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ პარლამენტის აპარატის უფროსს ზურაბ მარაქველიძეს საპარლამენტო ასამბლეის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, საერთაშორისო სამდივნოს სახელით მადლობის წერილი გამოუგზავნა.

„საერთაშორისო სამდივნოს სახელით, მსურს გადაგიხადოთ დიდი მადლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის თბილისში მასპინძლობისთვის. გამოვხატავ ჩემს უღრმეს მადლიერებას იმ თბილი სტუმართმოყვარეობისა და არაჩვეულებრივი სამუშაოს გამო, რომელიც განახორციელა პარლამენტის აპარატმა ბოლო თვეების განმავლობაში, აგრეთვე იმ დროისა და ძალისხმევისთვის, რაც გაიღო ყველა ადამიანმა, ვინც იყო ჩართული ამ წარმატებული და დასამახსოვრებელი კონფერენციის ორგანიზებაში.

გიხდით მადლობას იმ შრომისათვის, რომელიც გამიზნული იყო რათა ყველა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებს შესძლებოდათ დასწრებოდნენ ყოველწლიურ სესიას და მიეღოთ მონაწილეობა ინტენსიურ დისკუსიებსა და დებატებში. 54 ქვეყნის წარმომადგენელი 300-მდე პარლამენტარის მონაწილეობით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ თბილისში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის წარმოადგენს მნიშვნელოვან ფართო ფორუმს დიალოგისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის.

დასასრულს, კიდევ ერთხელ გმადლობთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში თქვენი შესანიშნავი წვლილისათვის და გიდასტურებთ ჩემს უღრმეს პატივისცემას“.

 

კომენტარის დატოვება