3 კანდიდატის ვინაობა სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაეგზავნება

ევროსასამართლოს მოსამართლეობის სურვილი თავდაპირველად 68 კანდიდატმა გამოთქვა. შემდეგ ეტაპზე გადასულ 24 მოსამართლეს კომისია იუსტიციის სამინისტროში თვის ბოლოს შეხვდება.

ევროსასამართლოს მოსამართლეობისთვის გასაუბრების ეტაპზე გადასული 24 კანდიდატიდან 5-ს კომისია თვის ბოლოს შეარჩევს, საიდანაც 3 კანდიდატის ვინაობა სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაიგზავნება.

შერჩევის ახალი პროცესის მიმართ კითხვები უკვე აქვს სამოქალაქო სექტორს და სახალხო დამცველს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი წინა კანდიდატების ჩავარდნის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად ასახელებდა.