ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მათგანი 25 წლისაა

მარიამ ახალკაცი

ხონში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მათგანი 25 წლისაა.
შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად მოხდა. დაშავებულია მესამე ადამიანი.

გარდაცვლილი ახალგაზრდები სოფელ კუხის მაცხოვრებლები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი, ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.