100 პაციენტი 24 საათში – იაშვილის კლინიკაში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია

მარიამ ახალკაცი

100 პაციენტი 24 საათში – იაშვილის კლინიკაში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაზრდილია. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის ექიმის ინფორმაცით, საავადმყოფოს 24 საათში მინიმუმ 100 პაციენტი მიმართავს.
იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე A ტიპის ვირუსი.