„მშობელთა ძლიერი ქსელი სათემო სერვისების განვითარებისათვის“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის (MAC), ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის, World Vision საქართველოს და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ორგანიზებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა კონფერენცია – „მშობელთა ძლიერი ქსელი სათემო სერვისების განვითარებისათვის“ გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა ინფორმირება ქვეყანაში არსებული სოციალური, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო სერვისების და სპეციალური რესურსების შესახებ.

ღონისძიების შემდეგ მშობლებს საშუალება მიეცათ გაერთიანებულიყვნენ ქსელში და აღნიშნული კავშირების გამოყენებით დაეწყოთ აქტიური მუშაობა ცვლილებებისათვის. შეხვედრის დროს მშობლები გაეცნენ:

✔ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების აქტივობებს და გამოცდილებას;

✔ ქვეყანაში მოქმედ სამართლებრივ მექანიზმებს და მათი ეფექტიანად გამოყენების გზებსა და საშუალებებს;

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მასშტაბით 50 მშობელი იყო შერჩეული. შერჩევის კრიტერიუმებად გამოყენებული იქნა მშობელთა მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმები. შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭათ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს.