ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე…

ყველა საერთაშორისო პარტნიორი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს დიალოგისა და კონსულტაციებისკენ და მათი პასუხია ულტიმატუმი. ბუნებრივია, ისინი მიიღებენ მკაცრ პასუხს ასეთ ულტიმატუმზე ყველასგან, მათ შორის ქართული საზოგადოებისგან და ასევე საერთაშორისო პარტნიორებისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს არავითარი უფლება საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ულტიმატუმის ენით ელაპარაკოს.

„ბუნებრივია, მათ არ აქვთ არავითარი უფლება საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ულტიმატუმის ენით ელაპარაკონ. მათ ამას არავინ არ გაუტარებს. რაც შეეხება მათ ულტიმატუმს, რომ ჯერ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მერე დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს არასწორი დამოკიდებულებაა საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. მათ უნდა შეიცვალონ საკუთარი მიდგომა და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ. მათ ძალიან კარგად იციან, როგორია არჩევნებში მათი შედეგები“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.