ინგუშეთში ცნობილი იმამის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

«Интерфакс»-ის ინფორმაციით, ინგუშეთში, ერთ-ერთი მეჩეთის ცნობილი იმამის, იცე ცეჩოევის  კერძო სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს, სააგენტოს ცნობა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მიაწოდა.

წყაროს ინფორმაცით იმამის საცხოვრებელი სახლის ქუჩა და პარალელური ქუჩები ჩაკეტილია სამხედრო მანქანებით „ურალით“.