მესამე დღეა ხორხის ხეობაში ხანძარი მძვინვარებს, მოსახლეობა ვერტმფრენს ითხოვს!!!

მესამე დღეა დუშეთის მუნიციპალიტეტში ხორხის ხეობაში ხანძარი მძვინვარებს და ალბათ არც იციან შესაბამიმა სამსახურებმა.ხანძარი შეიძლება სოფლებამდეც კი ჩამოვიდეს და მოსახლეობას შეუქმნას საფრთხე.

ამ წუთებში GMTV-ს ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ. ლეილა ჟიჟიაშვილის განცხადებით ხანძარი სოფელს უახლოვდება.

ჩვენ დავუკავშირდით 112-ს . გვითხრეს, რომ ადგილზე გავიდა სამაშველო ჯგუფი.

მოსახლეობა ხანძრის ჩაქრობაში ვერტმფრენის ჩართვას ითხოვს. 112-მა ჩვენგან ვერტმფრენის შესახებ ინფორმაცია მიიღო და გვითხრეს, რომ მოხდება რეაგირება.