ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ამ ეტაპზე ვერტმფრენის აუცილებლობა არ დგას

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხორხის ხეობაში მეორე დღეა ხანძარია. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, ეს არის ჟინვალის ჰესის დაგუბების თავზე. ადგილობრივების თქმით ვერტმფრენი ამ დრომდე არ გამოჩენილა.

https://www.gmtv.ge/81992-2/

ტელეკომპანიის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს წარმომადგენელი დაუკავშირდა დუშეთის მერიის წარმომადგენელს ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში გენადი გულბათაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და ამ ეტაპზე ვერტმფრენის აუცილებლობა არ დგას.