სახელმწიფო ინსპექტორმა მარიამ კუბლაშვილი 1000 ლარით დააჯარიმა

მარიამ ახალკაცი

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის ინტერესებს იცავს, სახელმწიფო ინსპექტორმა 1000 ლარით დააჯარიმა.

როგორც თავად კუბლაშვილი „ფეისბუკზე“ წერს, ჯიშკარიანის საქმეზე დაზარალებულმა თამთა თოდაძემ და მისმა დედამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში უჩივლეს.

„მოკლედ, დამიწერეს 1000 ლარი ჯარიმა და მცნეს სამართალდამრღვევად, ბუნებრივია, გავასაჩივრებ და გავეშურები საკონსტიტუციო სასამართლოსკენაც“, – აღნიშნავს მარიამ კუბლაშვილი.