გულიკო ზუმბაძე: ძალისხმევამ შედეგი გამოიღო!..

გულიკო ზუმბაძე

   საკრებულოს დეპუტატი

-„ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, წინუბნის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე მომუშავე პირებს ხელფასები დაურიგდათ და სამუშაოები კვლავ ჩვეული რიტმით გრძელდება“

  გულიკო ზუმბაძესა და წინუბნის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს შორის გულახდილი დიალოგი გაიმართა.

წინუბნის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული პირები, მხარდასაჭერი ბრიფინგის შემდეგ, მაჟორიტარ დეპუტატს უშუალოდ შეხვდნენ და მათ შორის გულახდილი საუბარი გაიმართა.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები მძიმე ეკონომიური და სხვა მასთან თანამდევი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
დეპუტატმა ისინი გაამხნევა და პრობლემის საბოლოო მოგვარებამდე გვერდში დგომას დაპირდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ ხურო“ ასრულებს და მას 20 ზე მეტი ადამიანის 40 000 მდე ლარის სახელფასო დავალიანება გააჩნია.

13892073_1192227737496618_5185119123822745928_n
დამქირავებელსა და დაქირავებულებს შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ არის.
იმ დღესვე გულიკო ზუმბაძემ სოფელ წინუბანში დარაჯის გარეშე დარჩენილი ბაღი მოინახულა და მერიის ხელმძღვანელობას მისი დაცვის უზრუნველოფის აუცილებლობის შესახებ შეატყობინა.
როგორც მოგვიანებით კომპანია „ ხუროს“ დირქტორმა დეპუტატს აცნობა, მუშებთან სახელფასო დავალიანების გასტუმრების თაობაზე მოლაპარაკებები შედგა და წინუბნის საბავშვო ბაღში სამუშაოები კვლავ განახლდება.

გულიკო ზუმბაძის ამ საკითხზე გამართული ბრიფინგი იხ. ლინკზე:

http://www.geomediatv.ge/%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

კომენტარის დატოვება