კვლავ აღგეზარდოთ ისეთი თაობა, როგორსაც მუდამ ნატრობდა ილია-გილოცავთ, დედებო!

გიორგი გელაშვილი

პოეტი

დედის დღეს გილოცავთ, ძვირფასო ქალბატონებო. 

უდიდესი პატივია შენ სახელად გერქვას დედა,

არასოდეს გასვენებდა,შვილზე დარდი სულ თან გდევდა,

მიაღწიე მაგ შენს მიზანს, გაიზარდა შენი შვილი,

ჩვენი ქვეყნის მოამაგე,მის ტრფიალი,არ გულგრილი!!!

სრულად ახდა განზრახვა,შენი ნატვრა და სურვილი,

ისეთია,როგორც ჯერ არს,პირველხატივით სრულქმნილი!

სიკეთისთვის არ იშურებს მომადლებულ ღვთიურ ძალას,

იმედია მალე ითხოვს რიგიანს და სათნო ქალას,

მხოლოდ ისეთს,რომ გამოდგეს მისი დარი,

შესაფერი, ისეთ გმირობას ჩაიდენს,იამაყებს მისით ერი!

კვლავ აღგეზარდოს ასეთი შვილი თუ შვილიშვილია,

მხოლოდ ისეთი, როგორსაც მუდამ ნატრობდა ილია!!!