„რუსთავი 2, როგორც ფლაგმანი განსხვავებული აზრისა უნდა ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად“

პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მიერ მედიის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ პრეზიდენტის მოწოდება „დანაშაულებრივი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან“ თავის შეკავებასთან დაკავშირებით, საქმის სამართლებრივი განხილვისკენ გადატანას შეეხებოდა.

„სწორედ ამ ბევრი ფაქტორის ერთობლიობით პრეზიდენტმა მოუწოდა ყველა მხარეს, რომ ნაჩქარევი, გაუაზრებელი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისგან ყველამ თავის შეიკავოს. გამომდინარე იქიდან, რომ იმთავითვე პოლიტიკური ელემენტი ამ პროცესს ახლდა თან და ძალიან ჭირს, რომ მხოლოდ სამართლებრივ დავაში გადაიტანო ეს ყველაფერი. დღეს უმნიშვნელოვანესია, რომ ისმოდეს განსხვავებული აზრი, რომ ისმოდეს კრიტიკული სიტყვა, რომ რუსთავი 2, როგორც ფლაგმანი ამ კრიტიკული და განსხვავებული აზრისა ფუნქციონირებდეს შეფერხებების გარეშე“ – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.