სააკაშვილის გადასაწყვეტია ჩამოვა თუ არა – ოპოზიცია დღეს აბსოლუტურად მზადაა, „ოცნება“ 2 ოქტომბერს არჩევნების შედეგად, მმართველობას ჩამოაშოროს – ბადრი ჯაფარიძე

ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გდასაწყვეტია, ჩამოვა თუ არა საქართველოში. მისივე თქმით, ახლა ფოკუსირებული არიან ადგილობრივ არჩევნებზე.

„სააკაშვილის გადასაწყვეტია  ჩამოვა თუ არა. ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ ადგილობრივ არჩევნებზე, რომელიც ამავდროულად, რეფერენდუმია.

ოპოზიცია დღეს აბსოლუტურად მზადაა, რომ „ქართული ოცნება“ ჩამოაშოროს მმართველობას 2 ოქტომბერს არჩევნების შედეგად. დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს მმართველობას ყველა ადგილობრივ მმართველობის ორგანოებში, ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველგან, სადაც ჩვენ ველით მნიშვნელოვან მხარდაჭერას. ჩვენ ახლა მშვიდი საარჩევნო გარემო გვჭირდება.

დაძაბულობა ხელს აძლევს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“. „ოცნებას“ არ უნდა მიეცეს არც ერთი საბაბი, რომ ამომრჩევლის დაშინება მოახდინოს, რასაც ყოველთვის აკეთებს ყველა არჩევნების წინ. თავიდან უნდა ავიცილოთ ყველა შესაძლო დაძაბულობა და დაძაბულობის კერა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.