სააკაშვილს აქვს სრული უფლება, დაბრუნდეს ქვეყანაში – მმართველი გუნდის ბევრმა ლიდერმა ალბათ, სახლის კარები გადარაზა – გიორგი ბოტკოველი

„ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის უფრო ეშინია, ვიდრე მისი დაჭერის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მმართველი გუნდის ბევრმა ლიდერმა ალბათ, სახლის კარები გადარაზა დამატებითი გასაღებით”.

„რაც შეეხება მის ჩამოსვლას, ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ქვეყნის განვითარებაში, ბევრი გააკეთა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. მას აქვს სრული უფლება, დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, რომლის წარმატებაშიც დიდი წვლილი აქვს“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.