სააკაშვილს, როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისგან“ რაღაცა დაპირებები აქვს მიღებული – ნათია მეზვრიშვილი

სააკაშვილს, როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისგან“ რაღაცა დაპირებები აქვს მიღებული – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მესამე პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნებას მაინც გაბედავს, ეს მხოლოდ და მხოლოდ “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით და გარკვეული დაპირებებეის საფუძველზე მოხდება.

,,მიხეილ სააკაშვილი ჩამომსვლელი არ არის, მას უბრალოდ ამის გამბედაობა არ აქვს. ამდენჯერ დააანონსა და არ ჩამოვიდა. თუ ის ჩამოვა, მას მართლსამჯულების წინაშე წარდგომა მოუწევს, იმიტომ, რომ მის მიმართ არა ერთი გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი და თუ ის ჩამოვა, გათვალისწინებით იმისა, რომ გამბედაობა აქამდე მას არ ჰქონია, ჩვენ თამამად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს მხოლოდ ად მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის და „ქართული ოცნებისგან“ მას როგორც ჩანს, მას რაღაცა დაპირებებეი აქვს მიღებული, – ამბობს მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.