საქართველოში „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ვაქცინა 11 სექტემბერს შემოვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა ვაქცინა შაბათს, 11 სექტემბერს შემოვა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, „სინოფარმზე“ რეგისტრაცია ორშაბათიდან კვლავ განახლდება.

„სასიხარულო ამბავი გვაქვს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ირჩევენ „სინოფარმს“. მადლობა „წითელ ჯვარს“, რომლისგანაც ჩვენ 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ საჩუქრად. ეს მოგვცეს საშუალებას, რომ ორშაბათიდან კვლავ განახლდეს როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ჩვენ კვლავ ვრჩებით ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, – განაცხადა ტიკარაძემ.