„ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია თბილისის საკრებულოში 32 მანდატს, „ნაცმოძრაობა“ კი 12-ს მოიპოვებს

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური ჯგუფის მიერ, თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, დედაქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი ლიდერობს. შედეგები პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა.

კვლევის მონაცემებით, თბილისის საკრებულოში მანდატები პარტიებს შორის შემდეგი სახით გადანაწილდებოდა:

  • „ქართული ოცნება“ – 32
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 12
  • „საქართველოსთვის“ – 3
  • „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 2
  • „მოქალაქეები“ – 1.

მონაცემები შემდეგნაირად განაწილდა:

ვაკე

  • გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება) 54.3
  • ბათუ ქუთელია (გაერთიანებული ოპოზიცია) 24.4
  • მერაბ მაჭავარიანი (საქართველოსთვის) 9.2
  • მედეა მეტრეველი (ლელო) 3.1
  • პაატა ჩიქოვანი (მესამე ძალა) 2.5
  • სხვა კანდიდატს 6.5

საბურთალო

  • ავთანდილ ცინცაძე (ქართული ოცნება) 57.6
  • ბორისი ყურუა (გაერთიანებული ოპოზიცია) 22.6
  • მიხეილ ნაბიჯაშვილი (საქართველოსთვის) 8.5
  • ვახტანგ (ვატო) სურგულაძე (ლელო) 3.2
  • ვახტანგ (ვატო) შაქარიშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) 2.6
  • სხვა კანდიდატები 5.5

დიდუბე

  • გივი ჩხარტიშვილი (ქართული ოცნება) 51.7
  • ნიკა მოსიაშვილი (გაერთიანებული ოპოზიცია) 29.4
  • გიორგი ქაჯაია (საქართველოსთვის) 7.7
  • დიმიტრი აბაშიძე (ლელო) 4.6
  • სხვა კანდიდატები 6.6

ნაძალადევი

  • ირაკლი ხელაძე (ქართული ოცნება) 51.6
  • ბადრი გრიგალაშვილი (გაერთიანებული ოპოზიცია) 34.7
  • გალაქტიონ ღუდუშაური (საქართველოსთვის) 5.8
  • ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (ლელო) 2.3
  • ზაზა კორთხონჯია (მესამე ძალა) 2.3
  • სხვა კანდიდატები 3.3

გლდანი

  • კონსტანტინე ზარნაძე (ქართული ოცნება) 44.4
  • ელენე ხოშტარია (გაერთიანებული ოპოზიცია) 36.1
  • ნათია მეზვრიშვილი (საქართველოსთვის) 8.6
  • ნანა ტოხვაძე (მესამე ძალა) 4.1
  • თამარ ადამიაძე (ლელო) 2.4
  • სხვა კანდიდატები 4.4

ჩუღურეთი

  • ზურაბ ჩიკვილაძე (ქართული ოცნება) 57.2
  • გიორგი ნონიაშვილი (გაერთიანებული ოპოზიცია) 21.8
  • რუსუდან თევზაძე (საქართველოსთვის) 9.2
  • კახაბერ ჟღენტი (ლელო) 5.1
  • სხვა კანდიდატები 6.7

კრწანისი

  • ლევან ჯაფარიძე (ქართული ოცნება) 56.1
  • თამაზ ახობაძე (გაერთიანებული ოპოზიცია) 23.8
  • ზურაბ რეხვიაშვილი (საქართველოსთვის) 9.3
  • თაზო დათუნაშვილი (ლელო) 3.3
  • სხვა კანდიდატები 7.5

ისანი

  • კახაბერ ლაბუჩიძე (ქართული ოცნება) 52.8
  • ბესო დონაძე (გაერთიანებული ოპოზიცია) 32.7
  • დავით გოგიძე (საქართველოსთვის) 6.9
  • ლანა გალდავა (ლელო) 3.5
  • სხვა კანდიდატები 4.1

სამგორი

  • რევაზ სოხაძე (ქართული ოცნება) 52.5
  • დავით ჟღენტი (გაერთიანებული ოპოზიცია) 36.4
  • კახაბერ ქემოკლიძე (საქართველოსთვის) 5.1
  • ვახტანგ იაშვილი (მესამე ძალა) 2.4
  • სხვა კანდიდატები 3.6

შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.

კვლევის საველე სამუშაოები 4-8 სექტემბერს ჩატარდა და 2 975 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 3%-ია.