გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებაში“ ტანში ჟრჟოლავთ იმის გაფიქრებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის სამშობლოში შეიძლება დაბრუნდეს

„ქართულ ოცნებაში“ ტანში ჟრჟოლავთ იმის გაფიქრებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მიწაზე, თავის სამშობლოში შეიძლება დაბრუნდეს. ტანში აჟრიალებთ და ეს ჟრიალი ეტყობათ კიდევაც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების და ამიტომაც „აბრალებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის გადატრიალების მცდელობას.“

„ქართულ ოცნებაში“ ტანში ჟრჟოლავთ იმის გაფიქრებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მიწაზე, თავის სამშობლოში შეიძლება დაბრუნდეს. ტანში აჟრიალებთ და ეს ჟრიალი ეტყობათ კიდევაც. ამიტომ, სულ ამაში არიან, რომ რაღაცა ხდება, – საბურავები, გადატრიალება, დამხობა, უბედურება… ხალხი არის ბრძენი, ხალხი მართავს ქვეყანას, ხალხია ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ხალხს აღარ უნდა „ქართული ოცნება“ და ამ ხალხის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ყველაზე მსხვილი პროდასავლური პოლიტიკური ძალა და მისი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ბუნებრივია „ქართულ ოცნებას“ ეშინია ამ კონკურენციის“, – აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.