სიტყვათა მარაგიც არ ყოფნის, რომ კორექტულად გვლანძღოს, იწყევლება – მელია ღარიბაშვილზე

სიტყვათა მარაგიც არ ყოფნის, რომ კორექტულად გვლანძღოს, იწყევლება – ასე გამოეხმაურა გადაცემა “მთავარ დებატებში” გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდასხმებს.

,,რას ელოდებით ღარიბაშვილისგან? ადამიანისგან, რომელსაც ელემენტარულად სიტყვათა მარაგიც კი არ ყოფნის, რომ კორექტულად მაინც გვლანძღოს ყველა ერთად, დანარჩენი საქართველო, გვწყევლის ადამიანი, დადის და იწყევლება. ეს მისი განათლების პრობლემაც არის… მოკავშირის გარეშე დარჩა ეს ჯგუფი, მოკავშირე არ ჰყავს არც ქვეყნის მიღმა და არც შიგნით. მე არ ვუშვებ, რომ ჩვენ ამ არჩევნებში ვერ გავიმარჯვებთ,” – განაცხადა მელიამ.