პარტიმ „ზვიადის გზა“  ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო

პარტიმ „ზვიადის გზა“  ამომრჩეველთან შეხვედრები დაიწყო. პარტიის ლიდერი 36 წლის, პროფესიით ფინანსისტი, აუდიტორი გიორგი ჩახაიაა, რომელიც ამბობს, რომ 2020-ის არჩევნებზე პარტია სრულიად ახალი სახეებით წარსდგება.

-დღეს, შეხვედრები გვქონდა ამომრჩეველთან. საკმაოდ კმაყოფილი იყო ხალხი ჩვენით, უფრო მეტად დადებითი განწყობები შეიმჩნეოდა.

ამ 2 თვის განმავლობაში მაქსიმალურად ყველას შევხვდებით ან სხვა გზებით გავაცნობთ თავს ადამიანებს და ვფიქრობ არათუ კარგ, ძალიან კარგ შედეგსაც დავდებთ. მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, დასაწყისი კარგი გვაქვს და აუცილებლად წარმატებით უნდა გადავკვეთოთ ფინიშის ხაზი-აცხადებს გიორგი ჩახაია.

ამავე თემაზე:

https://www.gmtv.ge/80133-2/